Aa
Aa

ორი გლადიატორი პოლიომიელიტის წინააღმდეგ!

Rotary International-ის ორგანიზებით, რომში სპეციალური საღამო მოეწყო, რომლის სლოგანიც ასეთი იყო - „მსოფლიო პოლიომიელიტის გარეშე".

ღონისძიებაში საფეხბურთო კლუბ „რომას“ წარმომადგენლები, მათ შორის, ფრანჩესკო ტოტი, ასევე ფილმ „გლადიატორის“ ვარსკვლავი რასელ ქროუ მონაწილეობდნენ.

იტალიურმა ორკესტრმა CineConcerts-თან ერთად, „გლადიატორის“ საუნდტრეკი კოლიზეუმის არქეოლოგიურ პარკში გააცოცხლა. რიდლი რკოტის ამ ოსკაროსანი ფილმის დიდი ნაწილი სწორედ ამ პარკშია გადაღებული.

ღონისძიების მიზანი თანხის შეგროვება გახლავთ, კამპანიაში ჩართულ სხვადასხვა ორგანიზაციებს, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია და UNICEF-იც უერთდება.

რომაული გუნდი გეგმავს, რომ საკუთარი ფონდიდან ამ კამპანიის მხარდასაჭერად გარკვეული თანხა გადარიცხოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები