იაპონური ტელეარხი ტოჩინოშინის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა
Aa
Aa

იაპონური ტელეარხი ტოჩინოშინის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა

იაპონური ტელეარხი,, "NHK" ტოჩინოშინის საქართველოში ჩამოსვლას გამოეხმაურა და მის ვიზიტს სიუჟეტი მიუძღვნა.

ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ოძეკის წოდების მოპოვების შემდეგ საქართველოში ჩავიდა. ქვეყნის დედაქალაქში იგი ორშაბათს ჩაფრინდა და მას აეროპორტში სუმოს ასობით ქართველი გულშემატკივარი დახვდა. ტოჩინოშინს მათთან დიდი დროის გატარება მოუწია, ლევანმა ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა.

აეროპორტში მას მისი მეუღლე, ნინო, ქალიშვილი ანასტასია და დედა, ნუნუ მარკარაშვილი დახვდნენ.

ლევან გორგაძემ იაპონელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ძალიან ბედნიერი ვარ, ნამდვილად არ ველოდი, რომ ჩემს დასახვედრად ამდენი ადამიანი მოვიდოდა. ჩემი ცხოვრების საუკეთესოა დღეა“!

ტოჩინოშინის მეუღლემ. ნინომ, აღნიშნა:“ლევანის ჩამოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ, მას ჩვენი შვილის ხელში აყვანა პირველად შეეძლება“.

ქალბატონმა ნუნუმ კი იაპონელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:“უბედნიერესი ვარ, დიდი მადლობა უფალს, იმედი მაქვს ჩემი შვილი წარმატებას კიდევ ბევრჯერ მიაღწევს“.

ოთხშაბათს იაპონიის ელჩი ქართველ სეკიტორს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოებს.

ცხელი ამბები