მარიამ დალაქიშვილმა
Aa
Aa

მარიამ დალაქიშვილმა "როლან გაროსი" გამარჯვებით დაიწყო

იუნიორთა "როლან გაროსზე", გოგონების თანრიგში, 16 წლის ქართველმა, მარიამ დალაქიშვილმა გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

ტურნირის 1/32 ფინალში, დალაქიშვილის მეტოქე სლოვაკი ლენკა სტარა გახლდათ, რომელსაც 6:4; 6:0 აჯობა.

სლოვაკი პირველ სეტს ბრეიკით, 4:3 იგებდა, თუმცა მარიამმა ზედიზედ 3 გეიმის მოგებით სეტი სათავისოდ დაასრულა, მეორე პარტიაში კი სრული უპირატესობა ჰქონდა და მშრალი ანგარიშით იმარჯვა.

დალაქიშვილის მომდევნო მოწინააღმდეგე მე-13 ნომრად განთესილი 17 წლის ფრანგი, კლარა ბურელი იქნება, რომელმაც წლევანდელ ავსტრალიის ღია პირველობაზე ფინალში გააღწია. ამასთანავე, WTA-ს რეიტინგის წევრიცაა და ამჟამად მსოფლიოს 962-ე ჩოგნის სტატუსი აქვს.

გოგონათა თანრიგში კიდევ ერთმა ქართველმა, ანა მაქაცარიამ იასპარეზა, რომელიც ამერიკელ ლეა მასთან დამარცხდა.

17 წლის მაქაცარიამ 2 სეტში წააგო, თუმცა პირველი პარტიის მოგების კარგი შანსი ჰქონდა, როცა 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მეორე სეტი კი 2:0-ით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ჩავარდნა დაეწყო და 6:7; 2:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები