სენსაციებით და უსენსაციოდ...
Aa
Aa

სენსაციებით და უსენსაციოდ...

პარიზში მიმდინარე „როლან გაროსზე“ მე-2 სათამაშო კვირა იწყება. მამაკაცთა შორის გამართულ 1/4 შეხვედრებში ალექსანდრ ზვერევის მორიგი 5 სეტიანი გამარჯვება უნდა გამოვარჩიოთ.

ახალგაზრდა გერმანელმა რუს კარენ ხაჩანოვს უმძიმესი მატჩი მოუგო, რითაც ზედიზედ მე-3 ხუთსეტიანი დაპირისპირების თავის სასარგებლოდ დასრულება შეძლო, მან ამავე სტილში დუშან ლაიოვიჩსა და დამირ ჯუმჰურს აჯობა.

ზვერევი შემდეგ რაუნდში დომინიკ ტიმს შეხვდება, რომელმაც კეი ნიშიკორის 4 სეტში, თუმცა საკმაოდ დამაჯერებლად მოუგო.

დღის მთავარი სენსაცია იტალიელმა მარკო ჩეკინატომ შემოგვთავაზა, რომელმაც მსოფლიოს მე-9 ჩოგან დავიდ გოფენს აჯობა და შემდეგ წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩზე გავიდა. თავის მხრივ, სერბმა ფერნანდო ვერდასკოს წინააღმდეგობა 3 სეტში დაძლია.

ქალთა თანრიგში მორი გამარჯვებას მიაღწიეს ამერიკის ღია პირველობის ფინალისტებმა - მედისონ კიზმა და სლოუნ სტივენსმა. კიზმა ელინა სვიტოლინას დამმარცხებელ მიჰაელა ბუზარნესკუს მოუგო, ხოლო სტივენსმა პეტრა კვიტოვას მძლეველი, ანეტ კონტავიტი გაანადგურა.

1/8 ფინალური ეტაპის გამორჩეული დაპირისპირება დღეს ჩატარდება. თბილისის დროით დაახლოებით 17:30 საათიდან, სერენა უილიამსი მარია შარაპოვას შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ამერიკელი 19:2-ს იგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები