ტოჩინოშინი:
Aa
Aa

ტოჩინოშინი: "ამ გამარჯვებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ვუძღვნი!

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი  "ნაცუ ბაშოზე" წარმატებული გამოსვლისა და ოძეკის წოდების მიღების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს მიმართავს და მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

ტოჩინოშინმა პოსტი საკუთარი Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

"ჩემო მეგობრებო მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის! თქვენ გვერდში დგომას ვგრძნობდი და თქვენი მხადაჭერა მაძლიერებდა! ჩემი ყველა წარმატება თქვენია ამ გამარჯვებას ვუძღვნი საქართველოს და ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

ძალიან ბევრი მესიჯი, ზარი, წერილი მომდის თქვენგან! უდროობის და ძალიან გადატვირთული რეჟიმის გამო ვერ ვახერხებ, რომ თითოეულს გიპასუხოთ და მოგეფეროთ. ბოდიშს გიხდით ჩემო გულშემატკივრებო იმედია უყურადღებობაში არ ჩამომართმევთ! შევხვდებით მალე სამშობლოში".

როგორც ხედავთ, გავრცელებული ინფორმაცია გამართლდა და ლევან გორგაძე მალე საქართველოში ჩამოვა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო "ნაგოია ბაშო" სტარტს 8 ივლისს აიღებს და 22 ივლისამდე გასტანს.

ცხელი ამბები