Aa
Aa

კაკაბაძის ორი საგოლე პასი ჩემპიონთან - პაპუნაშვილი ფლეი-ოფისთვის ემზადება

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის სეზონის ბოლო ტურში ''ხიმნასტიკმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''რაიო ვალეკანო.'' ორივე გოლისას  საგოლე გადაცემა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეასრულა. 22 წლის კაკაბაძემ 90 წუთი ითამაშა.

22-გუნდიან ჩემპიონატში ''ხიმნასტიკი'' 52 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ''რაიო ვალეკანო'' 76 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა.

ლა ლიგა 2-ის დასკვნით ტურში ''სარაგოსამ'' სტუმრად 2:0 დაამარცხა ''ბარსელონა ბ.'' გამარჯვებულთა სამატჩო განაცხადში გიორგი პაპუნაშვილი არ იმყოფებოდა. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ნახევარმცველი დაასვენა. ''სარაგოსა'' მესამე ადგილზე გავიდა და ფლეი-ოფში ''ხიხონთან,'' ''ვალიადოლიდთან'' და ''ნუმანსიასთან'' ერთად ითამაშებს. წარმატების შემთხვევაში ''სარაგოსა'' შემდეგ სეზონს ლა ლიგაში გაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები