არაბულის გოლი თრილერში - ქართველის მე-11 გოლი და მიუღწეველი მიზანი
Aa
Aa

არაბულის გოლი თრილერში - ქართველის მე-11 გოლი და მიუღწეველი მიზანი

უნგრეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის 2017-18 წლების სეზონის ბოლო ტურში ''ბალმაზუივაროში'' შინ ''ფერენცვაროშს'' შეხვდა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. 28-ე წუთზე ''ბალმაზუივაროშის'' ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა გოლი გაიტანა და ანგარიში 2:1 გახდა მისი გუნდის სასარგებლოდ.

 

''ფერენცვაროშის'' წინააღმდეგ ბაჩანა არაბულმა და ირაკლი მაისურაძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს. 79-ე წუთზე არაბული შეცვალეს, 90-ე წუთზე კი - ირაკლი მაისურაძე.

პირველ ტაიმში არაბულის თანაგუნდელთა ანგარიშზე 2 ავტოგოლია. საბოლოოდ მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. გამომდინარე იქიდან, რომ უშუალო კონკურენტმა ''დიოშდიორმა'' 87-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი, არაბულის გუნდი რანგით მეორე ლიგაში გავარდა.  

''ფერენცვაროშთან'' მატჩის მეხუთე დამატებულ წუთზე ''ბალმაზუივაროშმა'' გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა


 

12-გუნდიან ჩემპიონატში ''დიოშდიორი'' 36 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა. ამდენივე ქულა მოაგროვა ''ბალმაზუივაროშმა,'' თუმცა მიმდინარე სეზონში ''დიოშდიორმა'' 10 გამარჯვება მოიპოვა, არაბულის გუნდმა კი 8. სწორედ მოგებული მატჩების რაოდენობამ განსაზღვრა თუ რომელი გუნდი დარჩებოდა ელიტაში.

24 წლის ბაჩანა არაბული ''საბურთალოს,'' გორის ''დილას,'' ''ცხინვალის,'' ესპანური ''ალკორკონის,'' ''სამტრედიასა'' და თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელია. უნგრულ გუნდში სადებიუტო სეზონი ჩაატარა. მან 33 მატჩში 11 გოლი შეაგდო. დიდი ალბათობით შემდეგ სეზონში ახალ გუნდში ვიხილავთ,  რადგან შედეგიანი სეზონის შემდეგ მეორე ლიგაში თამაშს არ აპირებს.

არაბულის მსგავსად 29 წლის ირაკლი მაისურაძემ უნგრეთის ჩემპიონატში პირველი სეზონი ჩაატარა. ამპლუით ნახევარმცველმა 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მას ასევე უთამაშია რუსთავის ''მეტალურგში,'' გორის ''დილაში,'' ''ვალეტასა'' და ''ანორთოსისში.'' დიდი ალბათობით არაბულის მსგავსად მაისურაძეც დატოვებს კლუბს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები