ყელს გამოგჭრი - ჯენკ ტოსუნი თურქ ქომაგს მოკვლით დაემუქრა
Aa
Aa

ყელს გამოგჭრი - ჯენკ ტოსუნი თურქ ქომაგს მოკვლით დაემუქრა

თურქეთისა და ტუნისის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართული (2:2) ამხანაგური შეხვედრა ინციდენტით დასრულდა.

მატჩის 61-ე წუთზე მოედანზე სიტუაცია მას შემდეგ აირია, როდესაც "ევერტონის" თურქ ფორვარდს საკუთარმა ქომაგებმა ტრიბუნებიდან შეურაცხყოფა მიაყენეს.

54-ე წუთზე ანგარიში სწორედ ტოსუნმა გახსნა და 7 წუთის შემდეგ ის მოედნიდან გააძევეს.

ქომაგებმა ჯენკ ტოსუნის ოჯახი შეურაცხყვეს, რაზეც ფეხბურთელს ძალიან აგრესიული რეაქცია ჰქონდა და მათ ყელის გამოჭრით დაემუქრა. ამის შემდეგ ის მოედნიდან გააძევეს.

ხსენებული ინციდენტი ერთ-ერთი სტანდარტის დროს მოხდა.

თანაგუნდელებმა დიდი მცდელობის მიუხედავად ტოსუნი ვერ დაამშვიდეს და ფეხბურთელმა ყელის გამოჭრის ჟესტი ქომაგს რამდენიმეჯერ უჩვენა.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ტოსუნი კონკრეტულად ერთ გულშემატკივარს ემუქრება.

პაუზის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა. 10 კაცით დარჩენისა და ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად თურქეთმა მატჩი მაინც გადაარჩინა. 90-ე წუთზე ანგარიში 2:2 გახდა.

შეგახსენებთ, რომ 26 ლის ჯენკ ტოსუნი "ევერტონს" წლევანდელ სეზონში შეუერთდა.

14 შეხვედრაში მის ანგარიშზე 5 გოლია. "ევერტონამდე", ტოსუნი "ბეშიქთაშის" ღირსებას 4 წლის განმავლობაში იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები