Aa
Aa

"ეს იყო მისი ერთ-ერთი ბრძოლა, რომელსაც ის არასდროს წააგებს" - ფერგი საავადმყოფოდან გაწერეს!

თითქმის ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა საავადმყოფო დატოვა და ის ამჟამად სახლში იმყოფება.

ტვინში სისხლჩაქცევის შედეგად ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდა, თუმცა ფერგი "გამოძვრა".

76 წლის სერ ალექსის პირველი სურვილი აგვისტოში სეზონის სტარტისთვის "ოლდ ტრაფორდზე" თავის კუთვნილ ადგილას დაბრუნება იყო.

The Sun-ი ფერგიუსონთან დაახლოებული პირის კომენტარს ავრცელებს.

"ყველამ იცის, რომ სერ ალექსი ჩემპიონია. ეს იყო მისი ერთ-ერთი ბრძოლა, რომელსაც ის არასდროს წააგებს.
ის უკვე ფეხზე დგას და ჰოსპიპტალის პერსონალის დიდი მადლიერია.

ექიმების პროგნოზი ერთმნიშვნელოვნად პერსპექტიულია. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სერ ალექსი "ოცნებათა თეატრში" თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდება.

მას, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ყურებით სიამოვნების მიღებაც შეეძლება".

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, სერ ალექს ფერგიუსონი ტვინში სისხლჩაქცევის შემდეგ სონფორდის სამეფო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ხელოვნურ კომაში შეიყვანეს და ამის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

ფერგიმ კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო და "ოლდ ტრაფორდი" მის დაბრუნებას მოუთმენლად ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები