''ქევხიშვილო არ შეგრჩება ნაბი**რული საქციელი'' - ზვიადაურის კომენტარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ
Aa
Aa

''ქევხიშვილო არ შეგრჩება ნაბი**რული საქციელი'' - ზვიადაურის კომენტარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ

ქართულ ძიუდოში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. 31 მაისის ღამეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა.

სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს, სისხლიან გარჩევაში მონაწილე ერთი პირი კი დაჭრილია. დაკავებულთაგან ერთ-ერთი ლომერ ჟორჟოლიანია, რომელიც წლების მანძილზე ძიუდოს ფედერაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. დღესდღეობით ლომერ ჟორჟოლიანი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელად მუშაობს. interpressnews-ის ცნობით სწორედ ჟორჟოლიანმა დაჭრა ვეტერანი ძიუდოისტი იოსებ წელაური.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოლიმპიურმა ჩემპიონამ ზურაბ ზვიადაურმა ქევხიშვილის მისამართით დაწერა: ''დავით ქევხიშვილო ! არ შეგრჩება ეს ნაბი**რული საქციელი.''

შეგახსენებთ, ზურაბ ზვიადაური და ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას ერთი თვეა მოითხოვენ. სპორტსმენები პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებენ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ.

სისხლიანი გარჩევა ქართულ ძიუდოში - მწვრთნელმა ვეტერანი ძიუდოისტი დაჭრა

 

 

 

ცხელი ამბები