Aa
Aa

NBA-ის ფინალური სერიის მიმოხილვა

გამთენიისას ნაციონალურ საკალთბურთო ასოციაციაში სტარტი ფინალურმა სერიამ აიღო. „გოლდენ სტეიტმა“ შინ „კლივლენდს“ უმასპინძლა და ზედრამატულ შეხვედრაში დაამარცხა. შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც „უორიორსმა“ 10 ქულიანი სხვაობით იმარჯვა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 4.7 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო და ჯორჯ ჰილმა საჯარიმო გააფუჭა, ბურთი ჯეი არ სმიტმა მოხსნა, რომელიც გაურკვეველ მიზეზთა გამო სროლის ნაცვლად სამწამიანიდან გამოვიდა და „კლივლენდს“ გამარჯვების შანსები გაუნადგურა.

„გოლდენ სტეიტს“ 29 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა. კევინ დურანტმა აქტივში 26 ქულა ჩაიწერა. კლეი ტომპსონმა გუნდს 24 ქულა შესძინა. დრეიმონდ გრინმა კი შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა - 13 ქულა, 11 მოხსნა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონი გახდა! „მეფემ“ გუნდს 51 ქულა, 8 მოხსნა და 8 გადაცემა შესძინა. კევინ ლავმა აქტივში 21 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა. ჯეი არ სმიტმა კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

„გოლდენ სტეიტის“ სერიაში დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას კვლავ ოკლენდში 4 ივნისს გამართავს. მატჩი თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები