ხაბი ალონსო: „ბაიერნში“ გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი გუარდიოლა იყო
Aa
Aa

ხაბი ალონსო: „ბაიერნში“ გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი გუარდიოლა იყო

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ხაბი ალონსო, ჟურნალისტებს გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გუარდიოლას შესახებ გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მიუნხენურ გუნდში გადასვლა დიდ წილად სწორედ კატალონიელი სპეციალისტის დამსახურება იყო.

 

„ბაიერნში“ გადასასვლელად საკმაოდ ბევრი მიზეზი მქონდა, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ხოსეპ გუარდიოლას ფაქტორი იყო. მასთან შეხვედრის შემდეგ კი მე სწრაფად გავაანალიზე, თუ როგორ მიაღწია მან თავის სამწვრთნელო კარიერაში ამდენს. მიუხედავად ჩემი არც თუ ისე ხანმოკლე კარიერისა, მის გვერდით ფეხბურთის შესახებ უფრო მეტი რამ გავიგე. გუარდიოლა დიდებული ტაქტიკოსია და თამაშის ყველა ასპექტი ზეპირად იცის. ის არ ავალდებულებს მოთამაშეებს მისი ფილოსოფია გაიზიარონ, უბრალოდ უხსნის მათ, თუ რატომ არის ეს ტაქტიკა სწორი. - განაცხადა ალონსომ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები