Aa
Aa

"რეალის" ფეხბურთელები ზიდანს დაემშვიდობნენ

ზინედინ ზიდანის „რეალის“ თავკაცის პოსტიდან გადადგომას მადრიდული გუნდის ფეხბურთელები გამოეხმაურნენ და ფრანგ სპეციალისტს დაემშვიდობნენ.

ზიდანმა ესპანურ გრანდს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა, თუმცა ოთხშაბათს ყველასთვის მოულოდნელად პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც საკუთარი გადადგომა გამოაცხადა.

კრიშტიანუ რონალდუ: "ვამაყობ, რომ შენი ფეხბურთელი ვიყავი. დიდი მადლობა"!

სერხიო რამოსი: „როგორც მოთამაშე, ასევე მწვრთნელი ფეხბურთიდან ზუსტად მაშინ წახვედი, როდესაც კარიერის პიკში იყავი.. არაჩვეულებრივი 2 წელიწად-ნახევრისთვის მადლობას გიხდი. შენი მემკვიდრეობა არასდროს წაიშლება და ჩვენი საყვარელი „რეალის“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდის სტატუსით ჩაიწერება“.

მარსელო: "ბატონო ზიზუ, თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე. შენი ვარჯიშები ბავშვივით მახარებდა და მსიამოვნებდა. შენს თითოეულ გადაწყვეტილებას ვაფასებ და ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი ხარ. შენ გუნდის ისტორია შეუდარებელი თავდადებით, აღტაცებით და თავმდაბლობით დაწერე! დიდი მადლობა ბატონო ზინედინ“.

კროოსი: „დიდი მადლობა ბატონო ზიდან! შენთან ერთად მუშაობა უდიდესი სიამოვნება იყო“.

ისკო: „შენთან მუშაობა, შენგან საფეხბურთო ცოდნის მიღება და ტურნირების მოგება ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. შენ გუნდში ყოფნის პერიოდი ისტორიულად აქცია და მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვო“.

კაზემირო; „სიტყვები არ მყოფნის... ვერ აღვწერ იმას, თუ ფეხბურთელებისთვის, გუნდისთვის და ქალაქისთვის რა გააკეთე. ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელად ჩემი კუმირი მყავდა. მუდამ და ყოველთვის ზიზუ“!

დანი კარვახალი: „მადლობა შესანიშნავი 2 წელიწად-ნახევრისთვის. შენ და სამწვრთნელო შტაბი ნამდვილი პროფესიონალებივით იქცეოდით და თქვენგან, როგორც ფეხბურთელმა, ასევე პიროვნებამ, ბევრი რამ ვისწავლე. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ’.

აჩრაფ ჰაკიმი: „ზიზუ, მუდამ შენი მადლობელი ვიქნები. შენ მე თავდაჯერებულ ფეხბურთელად მაქციე და „რეალში“ თამაშის ოცნება ამიხდინე“ მადლობა ზიზუ“!

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები