''მანჩესტერ სიტი'' ძლიერდება - მაჰრეზი და ჟორჟინიო პრემიერლიგის ჩემპიონში
Aa
Aa

''მანჩესტერ სიტი'' ძლიერდება - მაჰრეზი და ჟორჟინიო პრემიერლიგის ჩემპიონში

საფეხბურთო კლუბ ''მანჩესტერ სიტი'' ახლოსაა რიად მაჰრეზისა და ჟორჟინიოს შეძენასთან. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მაჰრეზის სავარაუდო სატრანსფერო თანხა 60 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ''ნაპოლის'' ნახევარმცველ ჟორჟინიოს ტრანსფერში ''ქალაქელები'' 42 მილიონ ფუნტს სტერლინგს გამოყოფენ.

გასულ იანვარში ''მანჩესტერ სიტი'' ცდილობდა ''ლესტერიდან'' მაჰრეზის გადაბირებას, თუმცა სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ალჟირელი ''მელიებს'' 2014 წელს ''ლე ავრიდან'' შეუერთდა. ინგლისურ კლუბში 179 ჩატარებულ შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა.

2016 წელს, როცა ''ლესტერი'' პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ვერსიით მაჰრეზი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

26 წლის იტალიელი ჟორჟინიო 2014 წელს ''ნაპოლის'' შეუერთდა. გასული წლის ნოემბერში ჟორჟინიომ ჩემპიონთა ლიგაზე გუარდიოლას გუნდს 1 გოლი გაუტანა. სერია ა-ს გასულ სეზონში ჟორჟინიომ 36 მატჩი ჩაატარა.

რიად მაჰრეზი და ჟორჟინიო მუნდიალს გამოტოვებენ. ალჟირმა და იტალიამ რუსეთის 2018 წლის ჩემპიონტაზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები