სერენამ სეზონი პირველ ჩოგბურთელად მეხუთეჯერ დაასრულა
Aa
Aa

სერენამ სეზონი პირველ ჩოგბურთელად მეხუთეჯერ დაასრულა

დიდი სლემის ჩემპიონი 21-გზის ამერიკელი სერენა უილიამსი სეზონს პირველ ნომრად ზედიზედ მესამედ და კარიერაში მეხუთედ ასრულებს, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ვებგვერდი ავრცელებს.

9 ნოემბერს გამოქვეყნებულ რეიტინგში უილიამსი მეორეადგილოსან სიმონა ჰალეპს 3885 ქულით უსწრებს. სერენა – 9945 ქულა, ჰალეპი – 6060.

სერენას მსგავსად ისტორიაში კრის ევერტმა მოახერხა 5-ჯერ სეზონის პირველ ნომრად დასრულება. რეკორდი კი შტეფი გრაფს ეკუთვნის რომელმაც აღნიშნული 8-ჯერ გააკეთა (1987, 1988, 1989, 1990, 1993, 1994, 1995, 1996)

უილიამსმა წლევანდელ სეზონში სამი “დიდი სლემის” ტურნირი “ავსტრალიის ღია პირველობა”, “როლან გაროსი” და “უიმბლდონი” მოიგო. სერენამ 2015 წელს 53 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ 3 წააგო. რეიტინგის ლიდერის დამარცხება მხოლოდ სამმა ჩოგბურთელმა პეტრა კვიტოვამ (“მადრიდის” ტურნირის ნახევარფინალი), ბელინდა ბენჩიჩმა (“ტორონტოს” ნახევარფინალი) და რობერტა ვინჩიმ (“ამერიკის ღია პირველობის” ნახევარფინალი) მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები