მენოტი:
Aa
Aa

მენოტი: "რეალმა" დაუმსახურებელი 3 გოლი გაიტანა"

ლეგენდარულმა არგენტინელმა მწვრთნელმა, სესარ ლუის მენოტიმ Fox Sports Radio-სთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა.

მენოტის განცხადებით, „რეალმა“ ფინალში ძალიან ცუდად ითამაშა და არცერთი გატანილი გოლი არ დაუმსახურებია.

იღბალს ცხოვრებაში ფუნდამენტალური როლი აქვს. ტურნირის ფლეი-ოფიდან მოყლებული, „რეალმა“ თავისი ყველაზე ცუდი მატჩი ფინალში ჩაატარა.

ტონი კროოსი საშინლად თამაშობდა, კრიშტიანუ რონალდუ ბურთს ვერ ეხებოდა, ბენზემამ შეხება დაახლოებით 3-ჯერ გააკეთა, მარსელო კი გუნდს ჩვეულად ვერ ლიდერობდა.

ეს ყველაფერი უჩვეულო სანახავი იყო, შემდეგ მეკარის შეცდომა იყო, რამაც „რეალს“ საქმე გაუმარტივა. მათ გაიტანეს 3 გოლი, რომელთაც არ იმსახურებდნენ. ბეილის მაკრატელაც იღბალის დამსახურება იყო.

სერხიო რამოსი ფლამენკოს კარგად მღერის, თუმცა მოედანზე რაღაცები ავიწყდება. იგი სასტიკი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ტრავმაზე პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ“.

79 წლის არგენტინელი სპეციალისტი წლების მანძილზე „ბარსელონას“, „ატლეტიკოს“, „სამპდორიასა“ და არგენტინის ნაკრებს ავარჯიშებდა. „ალბისელესტემ“ მასთან ერთად 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები