ჯოშუა კიმიხი ანტონიო რუდიგერს დაუპირისპირდა
Aa
Aa

ჯოშუა კიმიხი ანტონიო რუდიგერს დაუპირისპირდა

გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე ერთმანეთს ანტონიო რუდიგერი და ჯოშუა კიმიხი დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლა იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ ნაკრების მწვრთნელებს მათი გაშველება მოუწიათ.

დაპირისპირების მიზეზი ვარჯიშისას რუდიგერის უხეში ვარდნა გახდა. „ჩელსის“ მცველის საქციელი კიმიხმა გააპროტესტა.  „Bild”-ის ინფორმაციით კამათი იმდენად ცხარე გამოდგა, რომ ფეხბურთელების გაშველება მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, მიროსლავ კლოზეს, მოუწია.

„ბუნდესნაკრები“ იტალიაში ემზადება და რუსეთში მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩადის. აღსანიშნავია, რომ უსიამოვნო ინციდენტი დრაქსლერსაც შეემთხვა. „პსჟ“-ს გარემარბს სახეში იდაყვი მოხვდა და ვარჯიშის დატოვება მოუწია. საბედნიეროდ იულიანმა მინდორზე დაბრუნება მოახერხა.

ლიოვს გერმანიის ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა ჯერ კიდევ არ დაუსახელებია და ვადა 4 ივნისამდე აქვს. ამ კვირაში "გერმანელები" ამხანაგურ მატჩს ავსტრიასთან გამართავენ.

„ბუნდესნაკრები“ ჯგუფურ ეტაპზე მექსიკას, შვედეთს და სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება, პირველი შეხვედრაში გერმანელები მექსიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები