გრიზმანი
Aa
Aa

გრიზმანი "კამპ ნოუს" უახლოვდება - ვის შეიძენს "ბარსა", თუ შეთანხმება არ შედგება?

"ბარსელონა" ხანგრძლივი მოლაპარაკებების დასრულებასთან ძალიან ახლოსაა და მალე ანტუან გრიზმანს ოფიციალურად გაიფორმებს.

ერთი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გრიზმანმა თანაგუნდელების თხოვნა გაითვალისწინა და ის თავის გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდებოდა, როგორც ჩანს ბოლომდე მართალი არ გამოდგა.

Daily Maili-ი ესპანურ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ნებისმიერი გარიგება, რომელიც გრიზმანს უკავშირდება მუნდიალის დაწყებამდე იქნება მიღწეული.

ფეხბურთელების უმრავლესობა საკუთარ მომავალზე ფიქრს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იწყებს ხოლმე, თუმცა გრიზმანს სხვა მიდგომა აქვს და მას რუსეთში წასვლამდე ყველაფრის დალაგება სურს.

სატრანსფერო თანხად გრიზმანის კონტრაქტში მითითებული 100 მილიონი სახელდება.

კატალონიელები ტრანსფერის განხორციელებაში დარწმუნებულნი არიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი ფეხბურთელი ბოლო მომენტში "ატლეტიკოში" დარჩენას გადაწყვეტს და გარიგება ჩაიშლება, "ბარსა" სათადარიგო გეგმას აამოქმედებს.

საუბარია ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენზე, რომელიც "ბარსელონას" მიმართ სიმპათიებს არ მალავს.

26 წლის დანიელი ფეხბურთელი "ბარსას" სათამაშო ფილოსოფიაში იდეალურად ჯდება.

ერიკსენის საყვარელი პოზიცია ნახევარდაცვის ცენტრია, თუმცა ფეხბურთელს ფლანგებზე თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვს.

Mundo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" გრიზმანის შეძენის მიუხედავად, ერიკსენის გადმობირებას მაინც შეეცდება, თუმცა ეს 2019-2020 წლების სეზონისთვის იგეგმება.

ესპანური პრესა უახლოეს დღეებში ყველაფრის გარკვევას აანონსებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები