Aa
Aa

"ოქროს შტატელები" წინ უდანაკარგოდ მიიწევენ

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 9 შეხვედრა გაიმართა.

“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “საკრამენტოს” 103:94 მოუგო და ერთადერთი გუნდი გახდა ვინც სასტარტო შვიდივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. ოკლენდელთა შორის ტრადიციულად სტეფ კარი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე რაჟან რონდო გახლდათ, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა 14 ქულა, 15 პასი, 12 მოხსნა.

“კლიპერსმა” შინ “ჰიუსტონთან” 105:109 წააგო. ტეხასელებს 46 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. “ბაბუწვერამ” 16-დან 9 ორქულიანი, 10-დან 5 სამქულიანი და 14-დან 13 საჯარიმო სროლა ჩააგდო. დუაიტ ჰოვარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა 20 ქულა, 20 მოხსნა. “კლიპესში” ყველაზე მეტი 35 ქულა ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო. “კლიპერსის” ლიდერმა კრის პოლმა საზარდულის ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

 

“ჩიკაგო” საკუთარ დარბაზში “მინესოტასთან” ოვერტაიმით 93:102 დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 21 წამით ადრე გასოლმა 2-ქულიანი ჩააგდო და 93:93 გახადა, მატჩის ბოლო წამზე უიგინსმა 2-ქულიანი ისროლა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩავარდა და ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც “მინესოტამ” მეტოქე პირწმინდად 9:0 დაჯაბნა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე 31 ქულით ენდრიუ უიგინსი გახლდათ.

 

“ჩიკაგო” - “მინესოტა” 90:102 (28:30, 29:28, 20:18, 16:17. ო.ტ. 0:9)

“ჩიკაგო”: გასოლი (21 ქ. 14 მ.), სნელი (14 ქ.), ბატლერი (11 ქ.), როუზი (11 ქ.), ბუკერსი (10 ქ.), მაკდერმოტი (11 ქ.)

“მინესოტა”: უიგინსი (31 ქ.), თაუნსი (17 ქ. 13 მ.), ბიელიცა (17 ქ. 11 მ.)

 

“ფილადელფია” – “ორლანდო” 97:105 (17:25, 27:26, 29:30, 24:24)

“ფილადელფია”: ქენანი (23 ქ.), ოკაფორი (19 ქ.), სტაუსკასი (18 ქ.), გრანტი (11 ქ.)

“ორლანდო”: ფეიტონი (20 ქ.), ფურნიე (17 ქ.), ოლადიპო (15 ქ.), დედმონი (!2 ქ.), ჰეზონია (11 ქ.), სმიტი (10 ქ.), გორდონი (10 ქ.)

 

“ატლანტა” – “ვაშინგტონი” 114:99 (19:19, 22:26, 34:33, 39:21)

“ატლანტა”: ბაზერმორი (25 ქ.), მილსაპი (21 ქ.), ჰორფორდი (12 ქ. 9 მ.), სეფალოშა (10 ქ.), ტიგი (10 ქ.)

“ვაშინგტონი”: პორტერი (23 ქ.), უოლი (19 ქ. 12 პ.), ბილი (11 ქ.), ნენე (10 ქ. 10 მ.), გორტატი (10 ქ. 10 მ.)

 

“დალას მავერიკსი” – “ნიუ ორლეანი” 107:98 (26:21, 16:27, 30:22, 35:28)

“დალასი”: უილიამსი (19 ქ.), ნოვიცკი (18 ქ.), პოუველი (15 ქ.), ბარეა (13 ქ.), მეთიუსი (13 ქ.), ფაჩულია (9 ქ. 14 მ.)

“ნიუ ორლეანი”: დევისი (25 ქ.), გორდონი (21 ქ.), ანდერსონი (21 ქ.), დუგლასი (11 ქ.)

 

“მილოუკი” – “ბრუკლინი” 94:86 (18:24, 26:20, 23:17, 27:25)

“მილოუკი”: მონრო (20 ქ.), ბეილესი (19 ქ.), მიდელტონი (14 ქ.), ანტეტოკუნმპო (11 ქ.)

“ბრუკლინი”: ლოპესი (20 ქ.), იანგი (18 ქ.), ბოგდანოვიჩი (13 ქ.), ჯეკი (10 ქ.)

 

“სან ანტონიო” – “ შარლოტი” 114:94 (29:21, 22:26, 42:29, 21:18)

“სან ანტონიო”: ლეონარდი (23 ქ.), ოლდრიჯი (16 ქ.), მილსი (15 ქ.), ჯინობილი (13 ქ.), დანკანი (11 ქ.)

“შარლოტი”: უოლკერი (27 ქ.), ჯეფერსონი (13 ქ.), ლინი (12 ქ.), ბატუმი (10 ქ.)

 

“იუტა ჯაზი” – “მემფის გრიზლი” 89:79 (21:19, 30:19, 26:19, 12:22)

“იუტა”: ბარკი (24 ქ.), ჰეივორდი (18 ქ.), ფეივორსი (12 ქ. 16 მ.)

“მემფისი”: კონლი (20 ქ.), გასოლი (12 ქ. 10 მ.), ბარნსი (11 ქ.), რენდოლფი (10 ქ.)

 

“საკრამენტო” – “გოლდენ სტეიტი” 94:103 (14:20, 24:26, 30:26, 26:31)

“საკრამენტო”: გეი (22 ქ.), ბელინელი (22 ქ.), რონდო (14 ქ. 15 პ. 12 მ. 4 ჩ.), კუფოსი (12 ქ. 10 მ.), კასპი (10 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (24 ქ.), ტომპსონი (18 ქ.), იგუადალა (14 ქ.), ბარნსი (13 ქ.), გრინი (10 ქ.), ეზელი (10 ქ.)

 

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 105:109 (32:32, 26:24, 20:27, 27:26)

“კლიპერსი”: გრიფინი (35 ქ. 11 მ.), რედიკი (19 ქ.), ჯორდანი (11 ქ. 14 მ.), რივერსი (10 ქ.), სმიტი (10 ქ.)

 

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (46 ქ. ჰოვარდი (20 ქ. 20 მ.), თორნტონი (16 ქ.)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები