ნაინგოლანის მხარდამჭერ აქციაზე 23 ადამიანი მივიდა
Aa
Aa

ნაინგოლანის მხარდამჭერ აქციაზე 23 ადამიანი მივიდა

მას შემდეგ, რაც ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა რაჯა ნაინგოლანი რუსეთში გასამართი 2018 წლის მუნდიალის განაცხადში არ შეიყვანა, ბელგიაში ფეხბურთელის გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. სოციალურ ქსელში მარტინესის კრიტიკამ პიკს მიაღწია და ბოლოს, ნაინგოლანის გულშემატკივრებმა საპროტესტო აქციაც დააანონსეს. Facebook-ში დაანონსებულ აქციაზე მისვლას 9000-მდე ადამიანი აპირებდა, რომლებმაც სოციალურ ქსელში შესაბამის ღილაკზე Going დააწკაპეს, ფეხბურთელის 30000-მდე გულშემატკივარმა კი აღნიშნა, რომ შესაძლოა აქციაზე მისულიყვნენ. დაგეგმილი აქცია იმდენად რეზონანსული გამოდგა, რომ ბრიუსელის პოლიციამ წინასწარ შესაბამისი ზომები მიიღო და დიდი მარშისთვის მოემზადა.

თუმცა ვირტუალური სამყაროსაგან განსხვავებით, რეალურად აქციაზე იმდენი ადამიანი მივიდა, რამდენიც ჟურნალისტი. საბოლოოდ ნაინგოლანის მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დატოვება, 23-მა ადამიანმა გააპროტესტა. შესაძლოა მათი ასეთი მცირე რაოდენობა უამინდობამ გამოიწვია, თუმცა მსგავსი რამ ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ორგანიზატორებმა Facebook-ზე დაანონსებული ღონისძიება გააუქმეს. მცირე აქციაზე მისულებს შორის 5 წლის მასიმოც იყო, რომელიც მამასთან ერთად სხვა ქალაქიდან ჩავიდა და დაახლოებით 2 საათი იმგზავრა. გაუქმებულ აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, უილი მაჰუდენსმა განაცხადა - „8000 კაცს ნამდვილად არ ველოდი, თუმცა მეგონა რომ რამდენიმე ასეული ადამიანი მაინც შეიკრიბებოდა. მაგრამ აქ ყოფნით მაინც ბედნიერი ვარ, რადგან ის გავაკეთე რაც ჩემმა გულმა მიკარნახა.“

შეგახსენებთ, რომ რაჯა ნაინგოლანი ბელგიის ნაკრების 28 კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ნაინგოლანის შესახებ ისაუბრა და განაცხადა - რა თქმა უნდა, რაჯა ნაინგოლანი უმაღლესი დონის მოთამაშეა. მასზე უარი მხოლოდ ტაქტიკური თვალსაზრისით ვთქვი. ბელგიის ნაკრებირომასთანშედარებით განსხავებული ტაქტიკით თამაშობს. რაჯას აქ იმ დონის როლი ვერ ექნება, როგორიც ის კლუბში აქვს. ბოლო წლებში ჩვენ ახალ ტაქტიკაზე ვმუშაობდით და საბოლოოდ მისი დახვეწა მოვახერხეთ“.

კიდევ რომელი ცნობილი ფეხბურთელები დარჩნენ მუნდიალს მიღმა იხილეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები