Aa
Aa

"მეფე" რეკორდების დამხობას განაგრძობს

"კლივლენდ კავალიერსის" ლიდერი, ლებრონ ჯეიმსი, წლის საუკეთესო პირველ ხუთეულში მეთორმეტედ დაასახელეს. ამ მაჩვენებლით მან კობი ბრაიანტსა და კარლ მელოუნს გადაუსწრო და NBA-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგის მფლობელი გახდა. წლევანდელ სეზონში „მეფე“ საუკეთესო პირველ ხუთეულში ერთხმად ჯეიმს ჰარდენთან ერთად  აირჩიეს.

"კლივლენდის" ლიდერი კარიერაში წლის საუკეთესო კალათბურთელების გუნდების რიგებში მეთოთხმეტედ მოხვდა და ამ მაჩვენებლით კარლ მელოუნსა და შაკილ ონილს გაუთანაბრდა. ლებრონი საუკეთესო პირველ ხუთეულში 12-ჯერ ხოლო მეორეში 2-ჯერ ვიხილეთ. ჯეიმსი დიდი ალბათობით კიდევ ერთ რეკორდს მოხსნის და ბრაიანტი, კარიმ აბდულ ჯაბარი, დანკანის ტრიოს, რომელიც საუკეთესო ხუთეულში 15-ჯერაა მოხვედრილი მომავალ წლებში გადაასწრებს.

რეგულარულ სეზონში ჯეიმსი საშუალოდ 27.5 ქულას, 9.1 მოხსნას და 8,6 გადაცემას აგროვებდა, მისი წინამძღოლობით „კლივლენდმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გააღწია და ჯერჯერობით ბოსტონთან 3-2 მარცხდება. შეგახსენებთ, რომ ჯეიმსი  MVP-ის  მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და ფინალში ენტონი დევისისა და ჯეიმს ჰარდენის დუეტს უპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები