ხარაიშვილის საგოლე გადაცემა - ქართველი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
Aa
Aa

ხარაიშვილის საგოლე გადაცემა - ქართველი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

შვედეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში ''გიოტებორგი'' საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა ''დიურგარდენთან.'' ზედიზედ მეორე შეხვედრაში ''გიოტებორგის'' სასტარტოში მოხვდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი. გასულ მატჩში ''ელფსბორგთან'' შესანიშნავი დარტყმით სადებიუტო გოლი გაიტანა, ''დიურგარდენთან'' კი საგოლე გადაცემა შეასრულა.

sofascore-ის ვერსიით ხარაიშვილი შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა 7,8 ქულა მიიღო. ''გიოტებორგის'' მაისურით კარგი მატჩი ჩაატარა აშშ-ს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მიქს დისკერუდმა. ამერიკელს 8,2 დაუწერეს. 

75-ე წუთზე ხარაიშვილის შესრულებულ კუთხურს ტობიას ჰისენის თავური დარტყმა მოყვა და ''გიოტებორგმა'' ერთადერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

გიორგი ხარაიშვილის პირველი საგოლე პასი შვედეთში

 

ატმოსფერო ''გამლა ულევიზე'' ''გიოტებორგის'' გოლის შემდეგ

 

შვედეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში ''გიოტებორგი'' 13 ქულით მე-10 ადილზეა და 1 ქულით უსწრებს ''სუნდსვალს.'' შემდეგ ტურში 27 მაისს ''გიოტებორგი'' ''სუნდსვალს'' ესტუმრება.

იხილეთ ხარაიშვილის ინტერვიუ crystalsport-თან:  ''უცხო გარემოში სრულიად მარტო ემოციურად ძალიან დავიტვირთე''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები