რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "მათ, პენალტის ეპიზოდის დროს მიხ**რეს...აშკარად უსამართლოდ მომექცნენ"

კრიშტიანუ რონალდუმ წლევანდელი სეზონზე ისაუბრა და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გამოარჩია.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სეზონის სტარტზე მიღებულ დისკვალიფიკაციაზე საკმაოდ ხმამაღალი კომენტარი გააკეთა.

„მათ, პენალტის ეპიზოდის დროს მიხმარეს. სეზონი კარგად დავიწყე და სამწუხაროა, რომ 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მომცეს.

სერხი რობერტომ მარსელოს უბიძგა და მას 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მსაჯები უფრო მეტად ლმობიერები უნდა იყვნენ. მაგალითად, ინგლისში ბევრი მოთამაშე იყენებს ფრაზას „fuck off”, მაგრამ არბიტრები იქ თავიანთ საქმეს უფრო კარგად აკეთებენ.

მე, აშკარად უსამართლოდ მომექცნენ და ანალოგიური რამ ხდება სხვა მოთამაშეების შემთხვევაშიც“.

რონალდუსა და მსაჯის ეპიზოდი

 

ხსენებული დისკვალიფიკაციის შემდეგ კრიშტიანუმ სეზონის სტარტი აშკარად ჩააგდო და ეს მხოლოდ მისი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. საბოლოოდ, პორტუგალიელი დაბრუნდა და სეზონის გადამწყვეტ ეტაპს იდეალურ ფორმაში ხვდება.

აქვე გეტყვით, რომ რონალდუ მცირე ტრავმის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა და უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ზინედინ ზიდანის განცხადებით, კრიშტიანუ 120%-ით მზად არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები