კოშელნის გულისამაჩუყებელი წერილი...
Aa
Aa

კოშელნის გულისამაჩუყებელი წერილი...

„ატლეტიკოსთან“ მიღებული ტრავმის გამო ლორან კოშელნიმ მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა. ფრანგმა მცველმა თანაგუნდელებს მხარდაჭერა მაინც გამოუცხადა და საკმაოდ ემოციური წერილი გაუგზავნა. კოშელნის სიტყვები დიდიე დეშამმა ამობეჭდა და „მამლების“ თითოეულ მოთამაშეს გადასცა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთგაგებაა, რომელიც როგორც ფეხბურთელებს, ასევე ნაკრების პერსონალს შორის უნდა არსებობდეს. თქვენ ბრძოლა ერთმანეთისთვის და მოედნის თითოეული ნაწილისთვის გმართებთ. გუნდურობა წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. თქვენს უკან ფრანგი ერი დგას, რომელიც მუდამ გაგამხნევებთ. მათი მხარდაჭერა, ენერგია, სიამაყე და სიყვარული ევრო 2016-ის მსგავსად გაგიძღვებათ. წლევანდელი მუნდიალის მიმდინარეობისას დივანზე ვიჯდები, ტელევიზორს ვუყურებ და თქვენი ნომერ პირველი გულშემატკივარი ვიქნები“.

„არსენალს“ მცველს ევროპა ლიგაზე მიღებული ტრავმის გამო 6 თვის გამოტოვება მოუწევს. მისი ლიდერის თვისებები და თანაგუნდელებს შორის არსებული სიყვარული წერილის წაკითხვისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები