კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "ბევრი ამბობს, რომ „რეალს“ „იუვენტუსთან“ და „ბაიერნთან“ გაუმართლა - ასე არ არის"

„ლივერპულის“ თავკაცმა იურგენ კლოპმა მოახლოებული ფინალის წინ, მადრიდის „რეალის“ შესახებ ისაუბრა და მათ გამოცდილებას ხაზი გაუსვა.

„ეს ყველამ ნახა. ყველაფერი გასაგები და ცხადი იყო. მარსელო შესანიშნავი შემტევია, მაგრამ დაცვაში ვერ თამაშობს.

მათ, ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგეს და ისინი დღესაც ფინალში იმყოფებიან.

„ბაიერნი“ ორივე შეხვედრაში ფიქრობდა, რომ უკეთესი იყო, მაგრამ რა მოხდა საბოლოოდ?

„რეალისთვის“ 2 გოლის გასატანად 4 შანსის შექმნა საკმარისი გამოდგა. „ბაიერნმა“ კი 8 შანსიდან, მხოლოდ ერთი გამოიყენა.

მადრიდელები ფეხითაც და საჰაერო ორთაბრძოლებშიც კარგად გამოიყურებიან, ერთი შეხედვით მათ სისუსტეები არ აქვთ.

ფეხბურთი ასეთი მარტივი არ არის, რომ თქვა მაგალითად მარსელო შეტევაში წავა და ის უკან სივრცეებს დატოვებს, სალაჰი კი რამოსთან პირისპირ დარჩება.

ნებისმიერ გუნდს აქვს სისუსტეები. ჩვენ „უემბლიზე“ ვეთამაშეთ „ბარსელონას“ და საუკეთესოდ გამოვიყურებოდით. შედეგად, დამაჯერებლად გავიმარჯვეთ.

ბევრი ამბობს, რომ „რეალს“ „იუვენტუსთან“ და „ბაიერნთან“ გაუმართლა, მაგრამ ეს ასე არ არის. ითამაშო ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ბოლო 5 წელიწადში მისი მოგების შანსი მეოთხედ გქონდეს - ეს გამოცდილებაა და ის მადრიდელებს რთულ სიტუაციებთან გასამკლავებლად ამზადებს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ ფინალში ერთმანეთის გვერდით უნდა ვიდგეთ და თანაგუნდელები დავაზღვიოთ. მზად უნდა ვიყოთ, რომ შანსი გამოვიყენოთ, რომელიც აუცილებლად იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები