ბენიტესი: ყველაფერი პირველ ტაიმში უნდა გადაგვეწყვიტა
Aa
Aa

ბენიტესი: ყველაფერი პირველ ტაიმში უნდა გადაგვეწყვიტა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, მიმდინარე სეზონში საკუთარი გუნდის პირველი მარცხი შეაფასა.

"სევილიას" მიერ გატანილმა მეორე გოლმა, ჩვენზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა. ამის შემდეგ შეცდომების რაოდენობამ იმატა და მეტოქემ მესამეჯერ აიღო ჩვენი კარი. შეიძლება იმის თქმა, რომ "რეალმა" მატჩის დიდი ნაწილი ძალიან კარგად ჩაატარა. თუმცა, დაგვაკლდა სტაბილურობა და ამიტომ ვერ შევინარჩუნეთ უპირატესობა. თავიდან გვეგონა, რომ ყველაფერს ვაკონტროლებდით და მეორე გოლი მხოლოდ დროის საკითხი იყო. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ პირველ ტაიმში ვერ გადავწყვიტეთ ყველაფერი" – განაცხადა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "პრიმერადივიზიონის" მორიგი ტურის შეხვედრაში, "სევილიამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3-2 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები