შვედეთში მსოფლიო ჩემპიონობას ზეიმობენ
Aa
Aa

შვედეთში მსოფლიო ჩემპიონობას ზეიმობენ

შვედეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონის წოდება ისტორიაში მე-11-ედ მოიპოვა. სკანდინავიელებმა ფინალურ შეხვედრაში შვეიცარიის ნაკრებს ბულიტების სერიაში აჯობეს.

გადამწყვეტი მატჩისას გოლები ნიკუისტმა და ზიბანეიადმა გაიტანეს, ბულიტების სერიისას კი მეკარე ნილსონმა ბრწყინვალეს იასპარეზა და 4 დარტყმა მოიგერია.

გამარჯვებული გუნდი გუშინ თავის ქვეყანაში დაბრუნდა. სტოკჰოლმის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

შვედეთის ნაკრებმა ტიტული შეინარჩუნა. შეგახსენებთ, რომ გუნდმა გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კანადის ნაკრებს ასევე ბულიტებით მოუგო.

ცხელი ამბები