„ჩელსი“ ვილიანთან გაახანგრძლივებს
Aa
Aa

„ჩელსი“ ვილიანთან გაახანგრძლივებს

ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობა გუნდის ბრაზილიელ ნახევარმცველ ვილიანთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს "პარი სენ-ჟერმენი" და მიუნხენის "ბაიერნი" იჩენენ. სწორედ ამიტომ ლონდონელები ვილიანისთვის ხელფასის გაზრდას წელიწადში 7,3 მილიონ ევრომდე აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ლონდონელებს 2013 წელს მახაჭყალის "ანჟიდან" 42 მილიონ ევროდ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 11 ჩატარებულ შეხვედრაში მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები