ხორვატებმა 24 კაციანი სია ჩამოწერეს, სახლში კიდევ 1 ფეხბურთელი დარჩება...
Aa
Aa

ხორვატებმა 24 კაციანი სია ჩამოწერეს, სახლში კიდევ 1 ფეხბურთელი დარჩება...

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა ეროვნული გუნდის 32 კაციანი გაფართოებული შემადგენლობა 24 ფეხბურთელამდე შეამცირა, რომელსაც კიდევ 1 მოთამაშე 4 ივნისს გამოაკლდება და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისათვის ხორვატთა განაცხადიც გვეცოდინება.

მეკარეები: დანიელ სუბაშიჩი (მონაკო; საფრანგეთი), ლოვრე კალინიჩი (გენტი; ბელგია), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო).

მცველები: ვედრან ჩორლუკა (ლოკომოტივი; რუსეთი), დომაგოი ვიდა (ბეშიქთაში; თურქეთი), ივან სტრინიჩი (სამპდორია; იტალია), დეიან ლოვრენი (ლივერპული; ინგლისი), სიმე ვრსალიკო (ატლეტიკო; ესპანეთი), იოსიპ პივარიჩი (დინამო; უკრაინა), ტინ იედვაი (ლევერკუზენი; გერმანია), მატეი მიტროვიჩი (ბრიუგე; ბელგია), დუიე კალეტა-კარი (ზალცბურგი; ავსტრია).

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (რეალი: ესპანეთი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა; ესპანეთი), მატეო კოვაჩიჩი (რეალი; ესპანეთი), მილან ბადელი (ფიორენტინა; იტალია), მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი; იტალია), ფილიპ ბრადარიჩი (რიეკა).

თავდამსხმელები: მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი; იტალია), ივან პერიშიჩი (ინტერი; იტალია), ნიკოლა კალინიჩი (მილანი; იტალია), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი; გერმანია), მარკო პიაცა (შალკე; გერმანია), ანტე რებიჩი (აინტრახტი; გერმანია).

ხორვატთა მთავარი გუნდი მუნდიალის დაწყებამდე 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 3 ივნისს ბრაზილიასთან, 8 ივნისს კი - სენეგალთან. 

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს, იქ ხორვატიის ნაკრებს ნიგერიასთან (16 ივნისს), არგენტინასთან (21 ივნისს) და ისლანდიასთან (26 ივნისს) დაპირისპირება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები