ჰალეპმა ისევ ფინალი წააგო... - რომის მასტერსი სვიტოლინასია
Aa
Aa

ჰალეპმა ისევ ფინალი წააგო... - რომის მასტერსი სვიტოლინასია

ქალთა თანრიგის გამარჯვებული ელინა სვიტოლინაა, რომელმაც ფინალში სიმონა ჰალეპს არასაფინალო ანგარიშით 6:0; 6:4 მოუგო.

უკრაინელმა ჩოგბურთელმა რომში გასულ წელს მოპოვებული ტიტული დაიცვა და მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილი შეინარჩუნა.

„ნამდვილად კარგი მატჩი ჩავატარე. ვფიქრობ, მთელი შეხვედრის მანძილზე ვდომინირებდი და სიტუაციას ვაკონტროლებდი. ვცდილობდი, რომ ჩემი თამაშით სიმონა წნეხში მომექცია და ბურთს ადრე შევხვედროდი, რათა დარტყმის მომენტში მეტოქის კორტზე მეტი სივრცე მქონოდა“. - აღნიშნა სვიტოლინამ.

ჰალეპი კვლავაც მსოფლიოს პირველი ჩოგანია, კლასიფიკაციის მეორე ადგილზე კაროლინ ვოზნიაცკია, მე-3-ზე კი გარბინ მუგურუსა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები