ხოჭოლავას ავტოგოლი ცენტრალურ მატჩში - აბურჯანიას გუნდი მესამე ლიგაში გავარდა
Aa
Aa

ხოჭოლავას ავტოგოლი ცენტრალურ მატჩში - აბურჯანიას გუნდი მესამე ლიგაში გავარდა

უკრაინის პრემიერლიგის 2017-18 წლების სეზონის დასკვნით ტურში კიევის ''დინამომ'' შინ 2:1 დაამარცხა დონეცკის ''შახტარი.''

56-ე წუთზე დავით ხოჭოლავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. სწორედ ქართველის ავტოგოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი და ''დინამომ'' სეზონი ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებით დაასრულა. 25 წლის მცველმა 90 წუთი ითამაშა. 48-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო.

ხოჭოლავას ავტოგოლი

 

უკრაინის პრემიერლიგის გათამაშება ''შახტარის'' გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონმა 8 ქულით გაასწრო კიევის ''დინამოს.''

ხოჭოლავა 2017 წლის ზაფხულში ოდესის ''ჩერნომორეციდან'' გადავიდა ფონსეკას გუნდში. პორტუგალიელის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა უკრაინის ჩემპიონატის 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში ''ოვიედომ'' შინ 2:1 დაამარცხა ''სევილია ბ,'' რომლის სამატჩო განაცხადში გიორგი აბურჯანია არ იმყოფებოდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ''სევილია ბ'' 29 ქულით ბოლო ადგილზეა და ელიტაში დარჩენის თეორიული შანსი დაკარგული აქვს.

22 წლის აბურჯანიამ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა. სავარაუდოდ, შემდეგ სეზონში სევილიურ კლუბს დატოვებს, რადგან ''სევილია ბ'' რანგით მესამე ლიგაში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები