კაკაბაძის გუნდის საოცარი გამარჯვება - ქართველის სამადლობელო ჟესტი სპორტულ დირექტორს
Aa
Aa

კაკაბაძის გუნდის საოცარი გამარჯვება - ქართველის სამადლობელო ჟესტი სპორტულ დირექტორს

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში ''ხიმნასტიკმა'' საკუთარ მოედანზე 5:3 დაამარცხა ''ლეონესა.'' აღსანიშნავია რომ პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა, თუმცა შესვენების შემდეგ ოთარ კაკაბაძის თანაგუნდელებმა 21-წუთიან მონაკვეთში 4 გოლი შეაგდეს და საბოლოოდ 5:3 გაიმარჯვეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ''ლეონესას'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. არბიტრმა 51-ე წუთზე კაკაბაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა.

''0:2–დან 5:3... აი, რატომ მიყვარს ეს სპორტი, ბრძოლა გრძელდება!'' - დაწერა კაკაბაძემ facebook-ის პირად გვერდზე. კაკაბაძე ასევე წერს: ''უსიტყვოდ! Gracias Viqueira!'' ქართველი მოთამაშე მადლობას უხდის კლუბიდან წასულ სპორტულ დირექტორ  ემილიო ვიკეირას, რომელმაც კლუბის წარუმატებლობის გამო ''ხიმნასტიკი'' თავისი ნებით დატოვა.

დღევანდელი ფორმაციის ''ხიმნასტიკი'' სწორედ ვიკეირას დაკომპლექტებულია. ვიკეირამ ''ხიმნასტიკში'' გიორგი აბურჯანია და ოთარ კაკაბაძე მიიწვია. შეგახსენებთ, შემდგომში ''ხიმნასტიკმა'' აბურჯანია ''სევილიაში'' გაყიდა.

ოთარ კაკაბაძისა და მის თანაგუნდელი მაიკელ მესას მადლობა კლუბიდან წასულ სპორტულ დირექტორს

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები