ქართველმა ფინალში რუსი დაამარცხა - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო სკოპიეში
Aa
Aa

ქართველმა ფინალში რუსი დაამარცხა - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო სკოპიეში

ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის სკოპიეში მიმდინარეობს ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი. დავით ხაჩიძემ და გიორგი ცოფურაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს. მძიმეწონოსანმა მათე გოქაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ბულგარელი კამენ პეტროვი აშკარა უპირატესობით 10:1 დაამარცხა.

ქართველმა ფალავანმა დავით ხაჩიძემ ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ისლამ ალიევი 5-2 დაამარცხა. შეგახსენებთ, ხაჩიძემ პირველი ორთაბრძოლა უნგრელ გაბორ კოვაჩისთან 9:0 მოიგო. ანალოგიური ანგარიშით ხაჩიძემ პოლონელი ტომაშ სკრჟიპჩიკი გაანადგურა. ხაჩიძემ ნახევარფინალში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად სომეხ გარნიკ ჰოვანისიანს 12:3 აჯობა.

 

80 კგ. წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა გიორგი ცოფურაშვულმა ფინალში ბერძენი დიმიტრიოს ცომპანოუდისი დამაჯერებლად 13-5 დაამარცხა და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს ევროპირველობაზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

 

შეგახსენებთ, ცოფურაშვილი პირველ ეტაპზე ანდრეი ბარბულს შეხვდა. ქართველმა რუმინელი 11:2 დაამარცხა. ბარბულთან წარმატებულ გამოსვლას სლოვაკი არონ ჩოერგოს წმინდა დამარცხება მოყვა. ცოფურაშვილისთვის ყველაზე რთული შეხვედრა ნახევარფინალში შედგა, როცა ქართველმა რუსი აუეს გონიბოვი 5:4 დაამარცხა. 

ცხელი ამბები