ალაბას აგენტმა დაადასტურა - ''რეალს'' ''ბაიერნის'' მცველის შეძენა სურს
Aa
Aa

ალაბას აგენტმა დაადასტურა - ''რეალს'' ''ბაიერნის'' მცველის შეძენა სურს

მიუნხენის ''ბაიერნში'' გატარებული 10-წლიანი პერიოდის შემდეგ დავიდ ალაბა შესაძლოა მადრიდის ''რეალის'' ფეხბურთელი გახდეს. ფეხბურთელის მამამ ჯორჯ ალაბამ, რომელიც ამავდროულად მოთამაშის აგენტია, ესპანურ მედიასთან ''სამეფო კლუბის'' მხრიდან დაინტერესება დაადასტურა.

''ყველამ კარგად იცის, რომ მადრიდის ''რეალს'' მისი დამატების დიდი სურვლი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით, არ შემიძლია რაიმე კონკრეტულის თქმა. მოდით ვნახოთ რა მოხდება ზაფხულში. საიდუმლო არაა რომ ესპანურ გუნდს ნამდვილად სურს დავიდის გადაბირება. ველოდებით სეზონის დასრულებას და ვნახოთ რა მოხდება შემდეგ'' - განაცხადა ჯორჯ ალაბამ AS-თან საუბარში.

ფოტოზე: ჯორჯ ალაბა და დავიდ ალაბა

2008 წლის ზაფხულში მიუნხენურმა გრანდმა ვენის ''აუსტრიადან'' დავიდ ალაბა შეიძინა. ალაბამ ვენური გუნდის სარეზერვო გუნდში მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო და მიუნხენში გაემგზავრა. ავსტრიის ეროვნული ნაკრების მცველი 2010 წლიდან ''ბაიერნის'' ძირითად გუნდში ასპარეზობს. 2011 წლის ზამთარში ნახევარი სეზონით ''ჰოფენჰაიმში'' გაანათხოვრეს. 2011 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ''ბაიერნის'' ძირითად გუნდში რეგულარულად გამოდის. ბავარიულ გუნდთან ერთად შვიდჯერ მოიგო ბუნდესლიგა, სამჯერ გერმანიის თასი და ერთხელ გერმანიის სუპერთასი. რაც შეეხება ევროთასებს, 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 25 წლის მცველმა შესაძლოა შემდეგი სეზონიდან ''სამეფო კლუბისთვის'' იასპარეზოს, რომლის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები