''არსენალი'' არტეტას შეუთანხმდა - ვენგერს ესპანელი შეცვლის
Aa
Aa

''არსენალი'' არტეტას შეუთანხმდა - ვენგერს ესპანელი შეცვლის

საფეხბურთო კლუბ ლონდონის ''არსენალის'' მთავარ მწვრთნელად მიკელ არტეტა დაინიშნება. Goal.com-ის ცნობით ლონდონურმა გუნდმა ესპანელ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია. ''მეთოფეები'' არტეტას უახლოეს დღეებში წარადგენენ.

''არსენალის'' აღმასრულებელ დირექტორ ივან გაზიდისს სჯერა, რომ ახალგაზრდა მწვრთნელი სვენ მისლინტატთან და რაულ სანლეჰისთან ერთად წარმატებით იმუშავებს. მისლინტატი არტეტას ფეხბურთელთა შერჩევაში დაეხმარება, ხოლო სანლეჰი დაინტერესებულ ფეხბურთელთან მოლაპარაკების წარმოებაში.

უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება არტეტას სამწვრთნლო გუნდი. ამჟამად უცნობია სტივ ბოულდისა და იენს ლემანის მომავალი, თუმცა მათ ''არსენალში'' დარჩენის წინადადება უკვე მიიღეს.

არტეტა 2005 წლიდან ინგლისის პრემიერლიგაშია. 2005-11 წლებში ''ევერტონისთვის'' თამაშობდა. 2011-16 წლებში კი ლონდონის ''არსენალის'' ფეხბურთელი იყო. არტეტამ კარიერა ვენგერის გუნდში დაასრულა და 2016 წლიდან სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. 36 წლის სპეციალისტი 2016 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე ''მანჩესტერ სიტიში'' პეპ გუარდიოლას ეხმარებოდა.

გასულ სეზონში არტეტამ დიდი როლი შეასრულა რაჰიმ სტერლინგისა და ლეროი სანეს განვითარებაში. ''ქალაქელთა'' შორის სტერლინგმა და სანემ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეს. როგორც Skysport-ი წერს, ინგლისურ კლუბში არტეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურა იყო.

ლონდონის ''არსენალის'' ხელმძღვანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ფეხბურთელების შესაძენად 50 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფენ.

შეგახსენებთ, არსენ ვენგერმა ''არსენალში'' მუშაობის 22-წლიანი პერიოდი გასულ სეზონში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები