პრემიერ ლიგის ფინანსური მხარე - გუნდების შემოსავალი 2017-18 წლების სეზონში
Aa
Aa

პრემიერ ლიგის ფინანსური მხარე - გუნდების შემოსავალი 2017-18 წლების სეზონში

"მანჩესტერ სიტის" საოცარმა და რეკორდულმა სეზონმა პეპ გუარდიოლას გუნდს ინგლისის ჩემპიონობასთან ერთად საკმაოდ სოლიდური შემოსავალიც მოუტანა. "სიტიმ" 149,438,654  მილიონი ფუნტი მიიღო, რისი ძირითადი ნაწილიც ტელევიზიებთან გაფორმებული კონტრაქტის და სხვადასხვა კომერციული შემოსავლის შედეგია. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ მიუხედავად ჩემპიონობისა „ქალაქელებს“ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო არ მიუღიათ. ამ  კატეგორიაში 149,767,145 ფუნტით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლიდერობა არავის დაუთმო.. რისი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორიც ტრანსლაციების რაოდენობა იყო. "იუნაიტედის" მონაწილეობით „ქალაქელებზე“ ორით მეტი, 28 მატჩი გადაიცა.

მესამე ადგილი ლივერპულმა 145,904,609 ფუნტით დაიკავა ხოლო მეოთხეზე  144,446,238-ით ტოტენჰემი გავიდა. ჩელსიმ და არსენალმა 142 მილიონი მიიღეს,ყველაზე დაბალშემოსავლიანი კლუბი 94.7 მილიონი ფუნტით ვესტ ბრომვიჩი გამოდგა.

2016-დან 2019-მდე მატჩების ჩვენების ექსკლუზიური უფლებისთვის სკაი სპორტსი და ბიტი სპორტსი ჯამში 5.136 მილიარდს იხდიან, იგივე პერიოდის განმავლობაში უცხოური არხები პრემიერ ლიგის გაშუქებაში 3 მილიარდს ხარჯავენ.

საბოლოოდ პრემიერ ლიგის 20-მა კლუბმა ერთმანეთში 2.42 მილიარდი ფუნტი გადაინაწილა.  თითოეულ გუნდს ადგილობრივი და უცხოური ტრანსლაციებისგან მიღებული შემოსავლის ეკვივალენტური ნაწილი ერიცხება. 2017-18 წლების სეზონში საშინაო ასპარეზზე ამ თანხამ 34 812 558, ხოლო საგარეოზე 40 771 108 ფუნტი შეადგინა, პლუს ამას კლუბებმა სპონსორებისგან 4 838 892 მილიონი მიიღეს.  გუნდები დაკავებული ადგილების მიხედვითაც საჩუქრდებიან, მაგალითად ბოლოადგილოსანმა „ვესტ ბრომვიჩმა“ ამ კატეგორიის გათვალისწინებით 1 931 268  ფუნტი მიიღო, ჩემპიონმა სიტიმ კი 38 625 360 დაისაკუთრა. თითოეული კლუბი სატელევიზიო ტრანსლაციებიდან 12 31 666-ს იღებს, ხოლო თუ მისი მონაწილეობით 10-ზე მეტი თამაში გადაიცა თითო შეხვედრაზე დამატებით 1 129 879 ერიცხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები