''ბარსელონა'' გრიზმანს ორ კვირაში წარადგენს  - წინასწარი შეთანხმება შედგა
Aa
Aa

''ბარსელონა'' გრიზმანს ორ კვირაში წარადგენს - წინასწარი შეთანხმება შედგა

ესპანური AS-ის ცნობით მადრიდის ''ატლეტიკოს'' ფორვარდი ანტუან გრიზმანი ახლოსაა ''ბარსელონაში'' გადასვლასთან. ფრანგმა კატალონიურ კლუბთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. თუ გრიზმანი ''ბარსელონაში'' გადასვლას გადაიფიქრებს და წინასწარ შეთანხმებას დაარღვევს, ფეხბურთელს ესპანური გრანდისთვის 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

''ბარსელონა'' მზადაა ანტუანის ტრანსფერისთვის 115 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ ეტაპზე მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია. გრიზმანი ლა ლიგის ჩემპიონთან ბოლო დეტალებს ათანხმებს.

ასევე ცნობილია, რომ ''ბარსელონა'' გრიზმანის წარდგენას ორ კვირაში გეგმავს. ''ბარსელონას'' ხელმძღვანელებს სურთ კონტრაქტის ფორმალური საკითხები მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მოგვარდეს.

''ბარსას'' გრიზმანის შეძენა 2011 წელსაც სურდა, თუმცა საბოლოოდ კატალონიურ გუნდში გრიზმანის ტრანსფერი არ შედგა. საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელის ნაცვლად ''ჰერკულესიდან'' კიკო ფემენია გადაიბირეს,  რომელმაც მოლოდინი ვერ გაამართლა და ''ბარსელონა ბ''-ში ასპარეზობის შემდეგ მადრიდის ''რეალის'' სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა.

გრიზმანს მოქმედი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2022 წლამდე აკავშირებს.

27 წლის თავდამსხმელი 2009-14 წლებში ''სოსიედადში'' გამოდიოდა. 2014 წლიდან მადრიდის ''ატლეტიკოს'' წევრია. გრიზმანმა ''ატლეტიკოსთან'' ერთად 2014 წელს ესპანეთის სუპერთასი მოიგო, ხოლო მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები