ნემსაძის ახალი კონტრაქტი - ქართველი მორაგბე უელსურ კლუბში რჩება
Aa
Aa

ნემსაძის ახალი კონტრაქტი - ქართველი მორაგბე უელსურ კლუბში რჩება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე გიორგი ნემსაძემ უელსურ ''ოსპრეისთან'' კონტრაქტი გაახანგრძლივა. 33 წლის სპორტსმენი ''ოსპრეის'' წევრი მიმდინარე წლის მარტში გახდა და მოკლევადიანი კონტრაქტის შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ნემსაძე შემდეგ სეზონშიც ''ლიბერთი სთეიდიუმზე'' ითამაშებს.

''ბედნიერი ვარ ''ოსპრეიში'' დარჩენით. იმედი მაქვს შემდეგ სეზონში გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები. სუონშიში ყოფნით ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველი შემდეგი სეზონის დაწყებას'' - აღნიშნა ნემსაძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

ნემსაძე 2016-18 წლებში ''ბრისტოლის'' შემადგენლობაში ასპარეზობდა და მიმდინარე წელს შეუერთდა უელსურ გუნდს. ''ოსპრეის'' გენერალურმა დირექტორმა დანიელ გრიფიტსმა ხაზი გაუსვა ნემსაძის დიდ გამოცდილებასა და ლიდერულ თვისებებს.

ქუთაისში დაბადებული მორაგბე 2005 წლიდან საქართველოს ეროვნულ გუნდში ასპარეზობს. ნემსაძემ საქართველოს ნაკრებში 81 მატჩი ჩაატარა.

ცხელი ამბები