Aa
Aa

5:0-ზე! - ტოჩინოშინი ლიდერთა სამეულშია!

მაისის "ნაცუ ბაშოს" მე-5 დღეს მორიგი ორთაბრძოლები გაიმართა, რომელთა შორისაც ლევან გორგაძისა და ბრაზილიელი კაისეის დაპირისპირებაც იყო.

ქართველმა სუმოისტმა მიმდინარე ბაშო ზედიზედ 4 გამარჯვებით გახსნა, კაისეიმ კი სასტარტო 4 ორთაბრძოლა წააგო.

აღნიშნულმა სუმოისტებმა ერთმანეთის წინააღმდეგ მე-16 შეხვედრა გამართეს, 8-ჯერ ტოჩინოშინმა იმარჯვა, 7-ჯერ კი - მისმა მეტოქემ. 31 წლის კაისეი რანგით პირველი მაეგაშირაა, იგი 204 კგ.-ს იწონის და 195 სმ. სიმაღლისაა. 

ტოჩინოშინმა დღევანდელი ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო და მოწინააღმდეგეს იორიკირით აჯობა. ქართველმა სუმოისტმა "ნაცუ ბაშოზე" ზედიზედ მე-5 ორთაბრძოლა მოიგო და ლიდერთა შორის პოზიციები გაიმყარა. მის გარდა, ხუთივე შეხვედრა შოდაიმ და ჰაკუჰომ მოიგეს. ეს უკანასკნელი რანგით იოკუძუნაა და თანამედროვე სუმოს ლეგენდად ითვლება.

"ნაცუ ბაშოს" მე-6 დღეს გორგაძის მეტოქე მესამე მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელმაც მიმდინარე გათამაშება სუსტად დაიწყო და მოგება-წაგებათა ბალანსი 0:5-ზე აქვს. ტოჩინოშინი 24 წლის იაპონელთან პირველ ურთიერთშეხვედრას გამართავს.

ცხელი ამბები