კამბიასო კოლუმბიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება?
Aa
Aa

კამბიასო კოლუმბიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება?

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი, ესტებან კამბიასო, დიდი ალბათობით, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს. აღნიშნულ ინფორმაციას თითქმის ყველა წამყვანი სამხრეთ ამერიკული გამოცემა ავრცელებს და როგორც ირკვევა, კამბიასო კოლუმბიელებს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

კოლუმბიის ნაკრებს 2012 წლიდან მოყოლებული ხოსე ნესტორ პეკერმანი ავარჯიშებს, რომლის გუნდსაც მომავალი მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთთან, სენეგალთან და იაპონიასთან დაპირისპირება მოუწევს.

ესტებან კამბიასომ აქტიური საფეხბურთო კარიერა გასულ წელს დაასრულა და ჯერ არავითარი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს.

ცნობილი არგენტინელი მოთამაშე წლების მანძილზე მადრიდის "რეალის" და "ინტერის" ღირსებას იცავდა. მისი კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ იტალიურ გუნდს უკავშირდება, რომლის რიგებშიც კამბიასომ 2004-2014 წლებში იასპარეზა. "ნერაძურიმ" 2009-2010 წლების სეზონში "ტრებლი" შეასრულა, რაც ქვეყნის ჩემპიონატის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები