ბეგლარიშვილის მე-13 გოლი მე-14 მატჩში - ქართველი ბრწყინვალე ფორმაშია
Aa
Aa

ბეგლარიშვილის მე-13 გოლი მე-14 მატჩში - ქართველი ბრწყინვალე ფორმაშია

ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ტალინის ''ფლორამ'' შინ 2:1 დაამარცხა ''კურესაარე.'' მასპინძლები 43-ე წუთზე ქართველმა შემტევმა ზაქარია ბეგლარიშვილმა დააწინაურა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ მარჯვენა ფეხით ლამაზი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში 28 წლის ცაციამ ესტონეთის ჩემპიონატის 14 მატჩში 13  გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

ბეგლარიშვილის მე-13 გოლი

 

14 ტურის შემდეგ 10-გუნდიან ჩემპიონატში ''ფლორა'' 32 ქულით მე-3 ადგილზეა. ბეგლარიშვილის გუნდი 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ ''კალიუს,'' ხოლო მეორეადგილოსან  ''ლევადიასთან'' 1 ქულაა სხვაობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები