Aa
Aa

კაშიას გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე! ''ვიტესმა'' ''უტრეხტი'' დაამარცხა

ჰოლანდიის რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ კლუბებს შორის ფლეი-ოფის შეხვედრები იმართება. არნემის ''ვიტესმა'' ფლეი-ოფის ფინალის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა ''უტრეხტი.''


 

არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა 54-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლი შეაგდო.

ფლეი ოფის ფინალის საპასუხო შეხვედრა 19 მაისს ''უტრეხტის'' სტადიონზე გაიმართება. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ევროპა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

30 წლის გურამ კაშიამ მიმდინარე სეზონში ''ვიტესის'' მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატში ფლეი-ოფის ჩათვლით 35 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 4 ყვითელი ბარათი მიიღო. გარდა ამისა კარიერაში პირველად ითამაშა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ექვსივე შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა. ''ვიტესმა'' ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები