მსოფლიო რაგბიმ ქართველი მორაგბის ბრწყინვალე დარტყმა გაიხსენა
Aa
Aa

მსოფლიო რაგბიმ ქართველი მორაგბის ბრწყინვალე დარტყმა გაიხსენა

მსოფლიო რაგბიმ ქართველი მოთამაშის გელა აფრასიძის მიერ შესრულებული ბრწყინვალე დარტყმა გაიხსენა. ''მონპელიეს'' ქართველმა ლეგიონერმა 2017 წელს თბილისში გამართულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე არგენტინასთან ჯარიმა შესანიშნავად შეასრულა. აღნიშნული დაპირისპირება 2017 წლის 31 მაისს გაიმართა და არგენტინელთა სასარგებლოდ 37:26 დასრულდა.

''აფრასიძეს ძლიერი მარჯვენა ფეხი აქვს და საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა შეასრულა'' - აღნიშნულია მსოფლიო რაგბის twitter-ზე.

2018 წლის მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპი საფრანგეთში გაიმართება. ტურნირი სტარტს 30 მაისს აიღებს. ფინალური შეხვედრა 17 ივნისს შედგება. აღნიშნულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ზედიზედ მესამედ ითამაშებს.

20 წლის გელა აფრასიძე 2016-17 წლებში ''ლელო სარასენსის'' მორაგბე იყო. 2016 წელს ''ლელო სარასენსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2017 წლიდან კი ''მონპელიეს'' წევრია, ფრანგულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

2015 წელს აფრასიძემ საქართველოს 18 წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. 2016 წელს 18 წლამდე ნაკრებმა ანალოგიური შედეგი აჩვენა და კვლავ ფინალში დამარცხდა. 2018 წელს აფრასიძე საქართველოს 20 წლამდე ნაკრების წევრი იყო და თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

ცხელი ამბები