დავიდ სილვას ემოციური ვიდეომიმართვა
Aa
Aa

დავიდ სილვას ემოციური ვიდეომიმართვა

დავიდ სილვამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ იგი პეპ გუარდიოლასთან ვალში მთელი ცხოვრების მანძილზე იქნება. „სიტის“ თავკაცი ესპანელს სეზონის მეორე ნახევარში შვილის სანახავად წასვლის ნებას რეგულარულად რთავდა.

სილვამ „ქალაქელთა“ აღლუმიც გამოტოვა, რომელიც ჩემპიონებმა მანჩესტერში გამართეს და პრემიერ ლიგის თასთან ერთად დაახლოებით 100000 ქომაგის წინ კარაბაოს თასიც წარადგინეს. დავიდი ესპანეთში შვილის სანახავად გაემგზავრა, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

მატეო დეკემბერში ნაადრევად დაიბადა და დავიდს ესპანეთში დაბრუნება ხშირად უწევდა, რაც სწორედ გუარდიოლას დამსახურება იყო. ორშაბათს გავრცელებულ ვიდეოში ესპანელმა მადლობა, გუნდელებთან და ქომაგებთან, ერთად პეპსაც გადაუხადა.

 

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ტიტულის მოპოვება თქვენთან ერთად ვერ აღვნიშნე. მსურს ჩემი სიტუაციის გულთან ახლოს მიტანისთვის, მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს, პერსონალს და განსაკუთრებით კლუბის მწვრთნელს გადავუხადო. პეპ, შენ საოცარი ადამიანი ხარ და მე მუდამ შენი მოვალე ვიქნები“.

ესპანელმა იაია ტურეც შეაქო და დაამატა: „მინდა იაიას რაღაც ვუთხრა. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ შენთან ერთად მოედანზე ყოფნა უდიდესი სიამოვნება იყო. ახლა დავამატებ, რომ როდესაც ჩემი შვილი გაიზრდება მას საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის შესახებ აუცილებლად მოვუყვები“.

„ყველას მივმართავ! ისიამოვნეთ ამ მომენტით, თქვენ ყველაფერი დაიმსახურეთ. იმ მოთამაშეებს კი, რომლებიც მუნდიალზე მიემგზავრებიან მსურს წარმატება ვუსურვო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები