Aa
Aa

თერთმეტმეტრიანების სერიისას გაძევებული მეკარე

ირლანდიის 17 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საკმაოდ სადავო სიტუაციაში დაასრულა. ჰოლანდიასთან თერთმეტმერიანების სერიაში ირლანდიელთა მეკარე ჯიმი კორკორანი გადამწყვეტი პენალტის აღების შემდეგ გააძევეს. 

კორკორანმა „ნარინჯისფერთა“ მეხუთე პენალტი მოიგერია და როგორც თავიდან ჩანდა გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედები ჩაუსახა, თუმცა მსაჯმა ზბინეკ პროშკემ კარის ხაზის ნაადრევად დატოვების გამო მეკარეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. ბუნებრივია, ჯიმი საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სასოწარკვეთილი მოედანზე დაეცა. საბოლოოდ მასთან გუნდის კაპიტანი, ნათან კოლინსი მივიდა და გოლკიპერი დაამშვიდა. კოლინსისა და პროშკეს დიალოგის შემდეგ კიპერი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა და კარში გუნდის მცველი ოისინ მაკენტი ჩადგა.

„ფიფას“ წესების მიხედვით, თუ მეკარეს პენალტების სერიისას გააგდებენ, იგი იმ ფეხბურთელმა უნდა ჩაანაცვლოს, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. გადამწყვეტი პენალტი ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა, რედანმა შეასრულა, რომელმაც ზედიზედ მეორე დარტყმა არ გააფუჭა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.

უკმაყოფილება ირლანდიელმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც გამოხატეს. ნაკრების მწვრთნელი მარტინ ონილი მოედანზე შევიდა და მსაჯთან გადაწყვეტილების შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო.  „ვესტ ჰემისა“ და ირლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა დიკლან რაისმა საკუთარ „ტვიტერზე“ განახცადა: „ჩემს ცხოვრებაში ამაზე ცუდი გადაწყვეტილება არ მინახავს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები