ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი - გაგნიძე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს
Aa
Aa

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი - გაგნიძე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პირველი დღე 71 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ გაგნიძემ წარმატებით დაასრულა.

გაგნიძემ ნახევარფინალში გასვლამდე ჯერ ლატვიელი ძასევი დაამარცხა ანგარიშით 10:0, შემდეგ კი მეოთხედფინალში ბელარუსი ვიტალი იგნატოვიჩის ბარიერი დაძლია.მან ნახევარფინალში თურქ მუჰამეტ ჯავუსს აჯობა და ფინალში რუს რამაზან აბუზაგიდოვს შეხვდება. ორთაბრძოლა დღეს, 15 მაისს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

გაგნიძის გარდა ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ჭოლაძე (51),  ვლადიმერ გამყრელიძე (60) და ნიკა ბერულავა (92) ჩაერთვნენ, რომლებიც დღეს ბრინჯაოს მედლების მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

გაგნიძისა და ჯავუსის ორთაბრძოლა

 

ცხელი ამბები