Aa
Aa

ტოჩინოშინმა "ნაცუ ბაშოზე" მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

ქართველი სპორტსმენი ლევან გორგაძე "ნაცუ ბაშოზე" გამოსვლას აგრძელებს. ტურნირის მეორე დღეს მისი მეტოქე 22 წლის აბი მასატორა იყო, რომელსაც პირველი შეხვედრა წაგებული ჰქონდა, ტოჩინოშინი კი ორთაბრძოლას დადებითი ბალანსით ხვდებოდა, გორგაძემ პირველი დაპირისპირება შოჰოზანს მოუგო.

აღსანიშნავია ისიც, რომ აბი მაკუუჩის დივიზიონში ცოტა ხნის წინ დაწინაურდა და იგი ჩვენს თანამემამულეს პირველად შეხვდა. 

ორთაბრძოლის ბედი იორიკირით გადაწყდა, რომელიც გორგაძემ შეასრულა და "ნაცუ ბაშოზე" მეორე გამარჯვება მოიპოვა. 

ტოჩინოშინი ტურნირის მე-3 დღეს ტამავაშის დაუპირისპირდება, რომელიც მაეგაშირას წოდებისაა. იაპონელი 33 წლისაა და მაკუუჩი დივიზიონში ბოლო პერიოდში არცთუ წარმატებული შედეგები აქვს. გორგაძე ტამავაშის 16-ჯერ შეხვდა და იგი 12-ჯერ დაამარცხა.

ცხელი ამბები