სენსაციური თბილისური დერბი - ''დინამო'' ''ლოკოსთან'' დამარცხდა
Aa
Aa

სენსაციური თბილისური დერბი - ''დინამო'' ''ლოკოსთან'' დამარცხდა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურის დასკვნით მატჩში თბილისის ''დინამო'' ''დინამო არენაზე'' 0:1 დამარცხდა თბილისის ''ლოკომოტივთან.''

ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე გავიდა. ოთარ კობახიძის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ დავით ჯიქია მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მიმდინარე სეზონში ორივე მატჩი ლიდერებთან მოიგო. ''ლოკომ'' თბილისის ''დინამოს'' გარდა კიდევ ერთი თბილისური გუნდი ''საბურთალო'' დაამარცხა.

11 ტურის შემდეგ ''საბურთალო'' 27 ქულით ლიდერობს გათამაშებას და 5 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან თბილისის ''დინამოს.'' ცხრილის ფსკერზე ''სამტრედია,'' ''სიონი'' და ''ლოკომოტივი'' 8-8 ქულით იმყოფებიან.

 

თბილისის დინამო – თბილისის ლოკომოტივი 0:1 (0:1)

13 მაისი, თბილისი, “დინამო არენა“

 დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური (ლოჩოშვილი 69), თოთაძე, ხარაბაძე, ივანისენია, ნიკა ნინუა, ივანიშვილი (ძალამიძე 46), კიტეიშვილი, შულაია (ერგემლიძე 65), ზივზივაძე

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

თბილისის ლოკომოტივი:შეროზია, ძებნიაური, ნიკა ჭანტურია, დავით ჯიქია (არველაძე 60), შონია, გავაშელიშვილი, უჩა ლობჟანიძე, გაბაძე, უბილავა, სამურკასოვი (გვალია 73), ოთარ კობახიძე (ინჯგია 79)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

 გოლი: 0:1 ჯიქია (29)

გაფრთხილებები: ძებნიაური (35), ინჯგია (84)

მთავარი მსაჯი: გ.ყრუაშვილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები