Aa
Aa

ტოჩინოშინის ბრწყინვალე სტარტი „ნაცუ ბაშოზე“ - ქართველის დამაჯერებელი გამარჯვება

„ნაცუ ბაშოზე“ ტოჩინოშინის პირველი მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა შოჰოზანი იყო. ორთაბრძოლა ქართველმა სუმოისტმა დამაჯერებლად მოიგო.

ლევანმა იორიკირის ილეთი ბრწყინვალედ შეასრულა და ''ნაცუ ბაშო'' გამარჯვებით დაიწყო.

შაჰოზანმა უკანასკნელმა „ჰარუ ბაშოზე“ 15-დან 8 შეხვედრა მოიგო, თუმცა ლევანთან გამკვლავება ძალიან უჭირს და დღევანდელ ორთაბრძოლამდე 18 შეხვედრიდან მოგებული მხოლოდ 5 აქვს. შოჰოზანი სიმაღლეში 178 სანტიმეტრია და 141 კგ-ს იწონის. კარიერის მანძილზე მას მაკუუჩის დივიზიონში 254 მოგება და 286 მარცხი აქვს.

ტოჩინოშინი ამჟამად სეკივაკეს წოდებისაა, რომელიც სუმოს იერარქიაში იოკუძუნასა და ოძეკის შემდეგ მე-3 საფეხურია. გორგაძემ „ჰარუ ბაშო“ 10 მოგებითა და 5 წაგებით დაასრულა და თუკი „ნაცუ ბაშოზეც“ ამ მაჩვენებელს დააფიქსირებს შანსი აქვს ოძეკის წოდება მოიპოვოს. იმ შემთხვევაში თუ ქართველი გამარჯვებას 11-ჯერ იზეიმებს, იგი ბანძუკეში ერთი საფეხურით მაღლა ყველა ვარიანტში აიწევს.

შემდეგ ორთაბრძოლას ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა აბისთან გამართავს, რომელმაც უკანასკნელი ორი ბაშო ერთი და იგივე შედეგით დაასრულა - 10 მოგება, 5 მარცხი. აბი ახალგაზრდა სუმოისტია, მიუხედავად ამისა მაკუუჩის დივიზიონში ჩატარებული 30 შეხვედრიდან მხოლოდ 10-ში დამარცხდა.

ტოჩინოშინი ხვალ აბის შეხვდება, თუმცა შესაძლოა დაპირისპირება არ შედგეს, რადგან აბის ტრავმა აწუხებს.  თუ აბი ტრავმის გამო ორთაბრძოლას გამოტოვებს, გამარჯვება ქართველ სუმოისტს დარჩება. ტოჩინოშინი აბის არასდროს დაპირისპირებია.

ცხელი ამბები