ყაზაიშვილის გუნდმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
Aa
Aa

ყაზაიშვილის გუნდმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

MLS-ში ''სან ხოსემ'' 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა სტუმრად 3:1 დაამარცხა ''მინესოტა.'' 25 წლის ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 90-ე წუთზე შეცვალეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს გოლების შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია. მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილმა ''სან ხოსეს'' მაისურით 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

დასავლეთ კონფერენციის 12-გუნდიან ლიგაში ''სან ხოსე'' 8 ქულით მე-11 ადგილზეა. შემდეგ ტურში 16 მაისს ''სან ხოსე'' ''ვანქუვერს'' შეხვდება.

ყაზაიშვილი რუსთავის ''მეტალურგის,'' არნემის ''ვიტესისა'' და ვარშავის ''ლეგიას'' ყოფილი ფეხბურთელია. 2017 წლის ზაფხულიდან ''სან ხოსეს'' ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები